თეოდოსია ქალწული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თეოდოსია ქალწულიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 3 აპრილი, ახალი სტილით - 16 აპრილი.

წმინდა მოწამე თეოდოსია ქალწული მოწამეობრივად აღესრულა 307 წელს. 29 მაისს ზეიმობენ მისი წმინდა ნაწილების გადასვენებას კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი - ვენეციაში.

ერთხელ, ქრისტიანთა დევნის დროს, ჩვიდმეტი წლის თეოდოსია სიკვდილმისჯილ ქრისტიანებთან მივიდა. წმინდა აღდგომის დღესასწაული იდგა, ქრისტიანები ღვთის სასუფეველზე საუბრობდნენ. წმინდა თეოდოსიამ მათ სთხოვა, ელოცათ მისთვის. დარაჯებმა შეიპყრეს გოგონა და მმართველ ურბანს მიჰგვარეს. ურბანმა თეოდოსიას უბრძანა, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ ჯალათებმა სასტიკად აწამეს ნეტარი ქალწული. მოწამე დუმილით და გაცისკროვნებული სახით ითმენდა ტკივილებს. შემდეგ მას ლოდი შეაბეს ყელზე და ზღვაში გადააგდეს, ანგელოზებმა კი ქრისტეს სასძლო ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. გაცოფებულმა ჯალათებმა თეოდოსია მხეცებს მიუგდეს, მაგრამ მხეცებმა მხოლოდ წყლულები აულოკეს წმინდანს. ბოლოს ქრისტეს მოწამეს თავი მოჰკვეთეს.

მშობლებს, რომლებიც შვილს ევედრებოდნენ, დამორჩილებოდა წარმართებს, ღამით წმინდა თეოდოსია გამოეცხადა ნათელ სამოსელში, გვირგვინით შემკული, ჯვრით ხელში და უთხრა: „აი, როგორი დიდების წართმევა გინდოდათ ჩემთვის!“


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.