შინაარსზე გადასვლა

თეოგნოსტოს ალექსანდრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეოგნოსტოსი (დ. 210 - გ. 270) - III საუკუნის ალექსანდრიელი ღვთისმეტყველი . [1] იგი ცნობილია ათანასე I-ისა [2] და ფოტიოს I-ის ციტატებიდან. ფილიპ სიდელის თქმით, იგი ხელმძღვანელობდა ალექსანდრიის სკოლას პიერიუსის შემდეგ (ახ. წ. 265). [3] იმის მიუხედავდ, რომ ორიგენე ალექსანდრიელის მოწაფეა, მის შესახებ არანაირ ცნობას არ გვაწვდიან არც ევსები კესარიელი და არც იერონიმე. მისი ორიგენესთან კავშირის ტექსტუალური წყარო ათანასე I-ისგან იღებს სათავეს.

ეგზეგეტიკური მწერლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Hypotypōseis: შვიდი წიგნისგან შემდგარი შრომა, რომელიც ბერძნულ ენაზე ცნობილია როგორც ”მონახაზი”. მიეწერება ფოტიოს I-ს. ნაშრომი მოიცავს შემდეგ წიგნებს: [4]

  • წიგნი I დაბდება
  • წიგნი II ქრისტეს ღვთაებრიობა
  • წიგნი III სული წმინდა
  • წიგნი IV ანგელოზები და ეშმაკები
  • წიგნები VI და V ღმერთის ღვთაებრიობა
  • წიგნი VII შემოქმედებასთან დაბრუნება.
  1. George Thomas Stokes, 'Theognostus', in Wace (ed), A Dictionary of Christian Biography, (Hendrickson), p. 1864.
  2. Athanasius, 'Letter 4 to Serapus', in De Decretis Synodi Nicæni (In Defence of the Nicene Synod).
  3. Henry Dodwell, dissertation on Irenaeus, page 488.
  4. Hist. Eccl., vii. 32.