თემურ ბგანბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თემურ ჭიჭის ძე ბგანბა (დ. 1910) — საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემურ ბგანბა დაიბადა 1910 წელს.

1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად ოჩამჩირის რაიონის აძიუბჯის №68 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

1938 წლის 14 ივლისდან(?) 1939 წლის 14 აპრილამდე იყო აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა სახალხო კომისარი, 1939 წლის 14 აპრილიდან — აფხაზეთის ასსრ-ის სახკომსაბჭოს თავჯდომარის მოადგილისა და მიწათმოქმედების სახალხო კომისრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №111 (209), 17 მაისი, 1938