თეკრაშდუდი
იერსახე
| თეკრაშდუდი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°58′34″ ჩ. გ. 42°22′38″ ა. გ. / 42.976139° ჩ. გ. 42.377444° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2776 მ |
| ქედი | სვანეთის ქედი |
| ამგებელი ქანები | ქვიშაქვა და თიხაფიქალი, აგრეთვე პორფირიტი |
თეკრაშდუდი — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედზე, მდინარე ტეხურის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2776 მ. თეკრაშდუდი აგებულია იურული ასაკის ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით, აგრეთვე ბაიოსის პორფირიტებით. ფერდობები ციცაბოა და ქარაფოვან-კლდოვანი; ზემოთ შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით, ქვემოთ მუქწიწვიანი ტყით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 644.