თეიმურაზ გორდელაძე
| თეიმურაზ გორდელაძე | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 12 აგვისტო, 1925[1] |
| დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| გარდ. თარიღი | 1 ივლისი, 2017[1] (91 წლის) |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | პათოლოგანატომი და ექიმი[1] |
| სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
| ჯილდოები | ღირსების ორდენი |
თეიმურაზ დიმიტრის ძე გორდელაძე (დ. 12 აგვისტო, 1925, თბილისი — გ. 1 ივლისი, 2017) — ქართველი პათოლოგანატომი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972), ღირსების ორდენის კავალერი (1999).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1971-1978 წლებში მუშაობდა იქვე პათოლოგიური ანატომიის კათედრის პროფესორად. 1979-1998 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის სასამართლო მედიცინის კათედრის გამგე, 1998 წლიდან არის ამ კათედრის პროფესორი, პარალელურად 1993 წლიდან — ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პათოლოგიის კათედრის პროფესორი. გორდელაძემ ექსპერიმენტულად შეისწავლა სიმსივნეებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების ინერვაციის საკითხები, ზოგიერთი ძუძუმწოვარი ცხოველის ვირუს-პოლიომა 2510 By შტამით გამოწვეული სიმსივნეების პათოლოგიური ანატომია და სხვ. გორდელაძე მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიისა და 4 სახელმძღვანელოს („სასამართლო მედიცინა“: 1995, 1998, 2001, 2008) ავტორია. 1974-1980 წლებში გორდელაძე იყო პათოლოგანატომთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების გამგეობის წევრი, საკავშირო სამედიცინო ჟურნალი „Судебная медицинская экспертиза“-ს სარედაქციო საბჭოს წევრი (1980-1990) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი (1999).
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შუა ტვინის დაზიანებანი ქალატვინის მძიმე ტრავმის დროს, «თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის შრომათა კრებული», 1997, ტ. 33;
- Гистохимия и электронная микроскопия в клинической и экспериментальной медицине, М., 1975 (თანაავტ.).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 108.
რესურსები ინტერენტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.