თეთრი ია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეთრი ია — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, უღერო, ივითარებს გრძელ მიწისზედა ყლორტებს, ან ყლორტების გარეშეა. ფოთლები როზეტულია, მუქი მწვანე, ოვალურ – გულისებური, შებუსული, კიდეზე დაკბილული. თანაფოთლები ლანცეტაა, ფოჩებიან -წამწამებიანი. გვირგვინის ფურცლები იისფერია ან თეთრი, სურნელოვანი ან უსუნო. ყვ. ნაყ. III-IV. იზრდება დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე – ტყეებში, ბუჩქნარებს შორის, ბალახოვან ფერდობებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 804.