თეთრი დრინის კანიონი
თეთრი დრინის კანიონი | |
---|---|
კანიონის ხედი შვანის ხიდიდან
| |
ქვეყანა | კოსოვო |
კოორდინატები | 42°05′30″ ჩ. გ. 20°23′41″ ა. გ. / 42.09167° ჩ. გ. 20.39472° ა. გ. |
ფართობი | 199 ჰა |
დაარსდა | 1986 |
თეთრი დრინის კანიონი ან თეთრი დრინის ხეობა (ალბ. Gryka e Drinit të Bardhë; სერბ. Kayon Belog Drima) — პატარა კანიონი კოსოვოს რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთით. კანიონში მიედინება მდინარე თეთრი დრინი. ხეობა შედარებით მოკლეა, დაახლოებით 900მ სიგრძის და 45მ სიღრმის. კანიონის შესასვლელთან არის ოსმალეთის იმპერიის დროინდელი შვანის ძველი ხიდი, რომელიც იზიდავს მყვინთავებს მთელი ბალკანეთიდან. კანიონი თავისი ჰიდროლოგიური და გეომორფოლოგიური მნიშვნელობისთვის 1986 წელს, როგორც ბუნების ძეგლი, სახელმწიფო დაცვის ქვეშ მოექცა.[1][2]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეთრი დრინის კანიონი მდებარეობს სოფელ ზრზესთან (ორახოვაცის მუნიციპალური ერთეული) ჯაკოვიცა-პრიზრენის გზაზე. კანიონი ჩამოყალიბდა ნეოგენის პერიოდში. მისი ფორმირება მრავალი ტექტონიკური პროცესით იყო გამოწვეული. ხეობას აქვს ტიპური კანიონის მახასიათებლები და შეიცავს ბევრ კარბონატულ წარმონაქმნს.[3] მასზე ფშაიტის ხიდია აგებულია.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხანგრძლივი გეომორფოლოგიური პროცესების შედეგად თეთრმა დრინმა ორ კირქვის კლდეს შორის კანიონი აფორმირა, რომელიც ახლა მკვლევარებისა და ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველ ობიექტს წარმოადგენს. თეთრი დრინის კანიონს, რომელიც ჯაკოვიცასა და პრიზენს აკავშირებს, დიდი რაოდენობით უცხოელი ტურისტი და ადგილობრივი მაცხოვრებელი სტუმრობს. ერთთაღიანი შვანის ხიდი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქციონია ამ მხარეში. აქ ყოველწლიურად იმართება ხიდიდან ხტომის შეჯიბრი და მასში რეგიონიდან ბევრი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. ხიდი და კანიონი 1986 წლიდან სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფება. დაცული ტერიტორიის ფართობი 199 ჰა-ია. კანიონის ზედა ბოლოში არის რესტორანიც.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ფშაიტის ხიდი
-
კანიონის ხედი ხიდიდან
-
გაყინული მდინარე დრინი და ხევი, რომელიც იანვარში ხიდიდან ჩანს
-
კანიონის ხედი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილიდან
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kosova Environmental Protection Agency. (2008) State Of Nature Report 2006-2007. ციტირების თარიღი: 2020-03-30.
- ↑ Kosova Environmental Protection Agency. (2010) Report On The State Of Nature 2008-2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-05. ციტირების თარიღი: 2020-03-30.
- ↑ Drini i Bardhë (White Drin) Canyon, Kosovo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-03. ციტირების თარიღი: 2020-03-30.