თბილისის ქაღალდის ფაბრიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის ქაღალდის ფაბრიკა (სააქციო საზოგადოება) — ქაღალდის მწარმოებელი საწარმო. მდებარეობს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში. დაარსდა 1935 წელს.

ამზადებდა საკოლოფე, შპალერის ქვეშ გასაკრავ (დუბლაჟს), სამუშტუკე, გასანთლულ (უშვებდა მეორე მსოფლიო ომის დროს) ქაღალდს, ასევე – ქაღალდს, ხელსახოცისა და ერთჯერადი თეფშებისათვის და წყალგაუმტარ მუყაოს. 1972 ჩატარდა ფკის რეკონსტრუქცია, 1980 კი დაინერგა ტექნოლოგიური დანადგარების მართვის თანამედროვე სისტემები ნახევარგამტარული ტექნოლოგიების გამოყენებით (ტრანზისტორების, ტირისტორების და სხვა თანამედროვე ნახევარგამტარული ტექნიკური ელემენტებით). 1996 წლიდან საწარმო სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა. საპროექტო სიმძლავრეა 800 ტ. ქაღალდი წელიწადში. თბილისის ქაღალდის ფაბრიკა ამუშავებს ადგილობრივ ნედლეულს (მაკულატურას), რისგანაც ამზადებს საგოფრე, რუბეროიდისა და სატომრე ქაღალდს, აგრეთვე გოფრირებულ მუყაოს ყუთებს. გამოშვებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც – სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]