თბილისის პედაგოგიური (საპედაგოგიო) ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის პედაგოგიური (საპედაგოგიო) ინსტიტუტი დაარსდა თბილსისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 1919 წელს (თბილისის სამასწავლებლო სკოლის ბაზაზე). ინსტიტუტში სწავლება 4-წლიანი იყო და ორი საფეხურისაგან შედგებოდა: ორი წელი განკუთვნილი იყო დაწყებითი და არასრული საშუალო სკოლების მასწავლებელთა მოსამზადებლად, ხოლო სრული 4-წლიანი კურსი კი ითვალისწინებდა საშუალო სკოლების მასწავლებელთა მომზადებას. მისაღები გამოცდებია საფუძველზე ინსტიტუტში ირიცხებოდნენ საშუალო სკოლისა და მასთან გათანაბრებული სასწავლებლების კურსდამთავრებულები. ინსტიტუტის დირექტორი იყო პროფესორი დ. უზნაძე. 1921 წელს თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი გადაკეთდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ინსტიტუიტად, ხოლო 1923 წელს დაიხურა და მისი სტუდენტები ჩაირიცხნენ თსუ-ის პედაგოგიური ფაკულტეტის შესაბამის კურსებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გურგენიძე დ., ქსე, ტ. 4, გვ. 610, თბ., 1979