თარგი:ისტორია/ანტიკური/შესავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლასიკური ცივილიზაციები — ამ სახელით ისტორიაში შევიდა ის ორი უდიდესი ცივილიზაცია, საიდანაც წამოვიდა დღევანდელი დასავლური ცივილიზაცია — ძველი საბერძნეთი და ძველი რომი. ძველმა ბერძნებმა შექმნეს კულტურის და მეცნიერების უამრავი დარგი, ხოლო რომაელებმა უძლიერესი სახელმწიფო და სამხედრო მანქანა, მათ გაითავისეს და უფრო განავითარეს ბერძნული კულტურა. რომის იმპერიის დაცემის მიუხედავად, მისმა მემკვიდრეობამ უძლიერესი გავლენა იქონია ევროპულ ერებზე და დღემდე დასავლური ცივილიზაციის დედაბოძად რჩება.