თარგი:დღის სტატია:09-25

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტამფორდ-ბრიჯის ბრძოლა
სტამფორდ-ბრიჯის ბრძოლა

სტამფორდ-ბრიჯის ბრძოლა (ძვ. ინგლ. Stængfordesbrycge; ინგლ. Stamford Bridge) — სკანდინავიელი ვიკინგების ინგლისში ორასწლიანი ბატონობის უკანასკნელი ბრძოლა. გაიმართა 1066 წლის 25 სექტემბერს სტამფორდ-ბრიჯში. ნორვეგიის არმია, რომელსაც მეფე ჰარალდ III სარდლობდა გაანადგურა ანგლოსაქსების არმიამ ჰაროლდ გოდვინსონის მეთაურობით. ბრძოლაში მეფე ჰარალდი მოკლეს და ნორვეგიელების მცდელობა დაეპყროთ ინგლისი, კრახით დასრულდა.