თარგი:დღის სტატია:08-4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შამპანური, ანუ შამპანური ღვინო ცქრიალა ღვინოა, მიღებული ბოთლში ღვინის მეორეული ფერმენტაციით კარბონაციის ეფექტის მისაღებად. ღვინოს სახელი საფრანგეთის რეგიონის „შამპანის“ ჰქვია. კოლოქვიალურად ტერმინს „შამპანური“ ზოგადად შუშხუნა ღვინოს უწოდებენ, თუმცა ღვინის ენთუზიასტების მტკიცებით ის მხოლოდ იმ ღვინის სახელია, რომელიც შამპანის რეგიონშია მოყვანილი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შამპანის რეგიონს გარეთ წარმოებული ცქრიალა ღვინოს მარკეტინგი სახელწოდებით „შამპანური“ არალეგალურია.