თარგი:დღის სტატია:08-26

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია
ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია

ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია (ფრანგ. Déclaration des Droits de l'Homme et du Citoyen) — პოლიტიკური მანიფესტი. მიღებულ იქნა ეროვნული წარმომადგენლობითი ასამბლეის შეკრებაზე 1789 წლის 26 აგვისტოს, ვერსალში, საფრანგეთის რევოლუციის დროს, ხოლო 1958 წლის 4 ოქტომბერს დამტკიცდა საფრანგეთის კონსტიტუციით. დეკლარაცია რევოლუციის უმთავრეს დოკუმენტს წარმოადგენდა, რომელმაც ადამიანის ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებები განსაზღვრა, რაც დღემდე რჩება საფრანგეთის კონსტიტუციური სამართლის საფუძვლად.