თარგი:დღის სტატია:07-30

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პროექტი აპოლო — კოსმოსური გაფრენების სერია, რომელიც განხორციელებული იქნა NASA-ს მიერ (აშშ) „აპოლოს“ ტიპის კოსმოსური ხომალდის და „სატურნ V“ ტიპის რაკეტა-მატარებლებით 1961-1975 წლებში. მისი მიზანი იყო, როგორც ეს აშშ-ის პრეზიდენტმა კენედიმ 1961 წელს თავის ცნობილ სიტყვაში თქვა, რომ ადამიანი 60-იანი წლების ბოლომდე დამჯდარიყო მთვარეზე და დედამიწაზე უვნებლად დაბრუნებულიყო. ეს მიზანი მიღწეულ იქნა 1969 წლის 30 ივლისს, როდესაც აპოლო 11 მთვარეზე დაეშვა.