თარგი:დღის სტატია:02-6

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რონალდ რეიგანი
რონალდ რეიგანი

რონალდ რეიგანი (ინგლ. Ronald Wilson Reagan; დ. 6 თებერვალი, 1911 — გ. 5 ივნისი, 2004) — ამერიკელი პოლიტიკოსი და მსახიობი, 1981-1989 წლებში აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი, ხოლო იქამდე, 1967-1975 წლებში კალიფორნიის 33-ე გუბერნატორი და პროფკავშირის ლიდერი. 1968 და 1976 წლებში, რეიგანმა მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერში და ორჯერვე დამარცხდა. 1980 წელს მან გამარჯვება მოახერხა და საპრეზიდენტო არჩევნებში იმდროინდელი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი დაამარცხა.