თარგი:დღის სტატია:01-7

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Charlie Hebdo-ს ბანერი
Charlie Hebdo-ს ბანერი

Charlie Hebdo (წარმოითქმის: [ʃaʁli ɛbdo], „შარლი ებდო“, ქართ. „შარლის ყოველკვირეული“) — ფრანგული სატირული ყოველკვირეული ჟურნალი, რომელიც ასახავს კარიკატურებს, რეპორტაჟებს, პოლემიკებსა და ხუმრობებს, რომელთაც ნონკონფორმისტული სტილი აქვთ. აქვეყნებს სტატიებს რელიგიის, პოლიტიკის, კულტურისა და სხვა საკითხების შესახებ. დაარსდა 1970 წელს როგორც ჟურნალ „ჰარა-კირის“ მემკვიდრე. 1981 წელს შეწყვიტა გამოცემა, ხოლო აღდგა 1992 წელს. სხვადასხვა დროს „შარლი ებდოს“ მთავარი რედაქტორები იყვნენ: ფრანსუა კავანა (1969-1981), ფილიპ ვალი (1992-2009) და სტეფან შარბონიე (2009-2015). ჟურნალი გამოდის ყოველ ოთხშაბათს. სათავო ოფისი მდებარეობს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. შარლი ებდო საფრანგეთში მიჩნეულია თავისუფალი პრესის სიმბოლოდ. 2015 წელს „შარლი ებდოს“ პარიზის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.