თარგი:დღის სტატია:01-18

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარიზის მშვიდობის კონფერენცია
პარიზის მშვიდობის კონფერენცია

პარიზის მშვიდობის კონფერენცია — 1919 წელს პირველი მსოფლიო ომის გამარჯვებულთა მიერ ჩატარებული ყრილობა, ერთი მხრივ, მოკავშირეთა და ასოცირებულ ძალთა და, მეორე მხრივ, დამარცხებულ ცენტრალურ ძალთა შორის სამშვიდობო ხელშეკრულებების მოსალაპარაკებლად. კონფერენცია ვერსალის სასახლეში გაიხსნა 1919 წლის 18 იანვარს, 1871 წელს ამ ადგილას გერმანიის იმპერიის გამოცხადების წლისთავზე, და გაგრძელდა 1920 წლის 21 იანვრამდე რამდენიმე ინტერვალით.