თარგი:დღის მოვლენები:02-16

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტუტანხამონი
  • 1918 : ლიტვის სეიმი ლიტვის დამოუკიდებლობის აქტს აწერს ხელს, რითაც ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის აღდგენას აცხადებს, გერმანიის ჯარების ოკუპაციის მიუხედავად.
  • 1923 : ჰოვარდ კარტერმა ფარაონი ტუტანხამონის (გამოსახულება სურათზე) აკლდამა გახსნა.
  • 1934 : ავსტრიის სამოქალაქო ომი დასრულდა პირველი ავსტრიული რესპუბლიკის ჯარების მიერ სოციალ-დემოკრატებისა და რესპუბლიკელთა თავდაცვის ლიგის დამარცხებით.
  • 1937 : უოლას კაროთერსი ნეილონს აპატენტებს.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომი : საბჭოთა ჯარებმა ხარკოვი გაათავისუფლეს ნაცისტებისგან.
  • 1959 : ფიდელ კასტრო კუბის პრემიერი ხდება პრეზიდენტ ფულხენსიო ბატისტას მთავრობის დამხობის შემდეგ.
  • 2005 : კიოტოს პროტოკოლი შედის ძალაში რუსეთის მიერ რატიფიცირების შემდეგ.