თარგის განხილვა:ქალები ვიკიპედიაში 2021

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვმ საქართველო/კონკურსები/2021/ქალები ვიკიპედიაში, სადაც ვკითხულობთ „საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.“ კონკურსი დასრულდა. ვინ არიან ამ კონკურსის ჟიურის წევრები? --ცანგალა/ 09:47, 16 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებლებმა ძალიან კარგად იციან ვინ არიან ჟიურის წევრები, რადგან ხელსაწყოში მითითებული იყო. შენ რატომ გაღელვებს ეს საკითხი ვერ მივხვდი არც ჟიურის წევრი ხარ და არც მონაწილე და მით უფრო არც კონკურსის ორგანიზატორი? თუ დასრულდა ახალი კონკურსი და მზადებას იწყებ ახალი საკამათო თემის შექმნისათვის? ვფიქრობ იქ სადაც კომპეტენცია არ გყოფნის არ უნდა ჩაერიო. --Wiki - ჯაბა 14:15, 16 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
მეც ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი მომხმარებელი ვარ. ჟიურის წევრობა კულისებში არ უნდა იყოს. კოორდინატორს უკვე ჩაუწერია ჟიურის წევრების სია. მადლობა მეჰმან.--ცანგალა/ 14:25, 16 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის მოხალისე ხარ და შეგიძლია იმუშაო ვიკიპედიაში. „ჟიურის წევრობა კულისებში“ ახალი ტერმინია? მახსოვს ბაშკირეთის სოფლებზე მითითებულ ექსელის ცხრილში მეორე გვერდი როგორ ვერ ნახე და უსაფუძვლო კამათი ამიტეხე, რომელზე მერე ბოდიშიც კი მოიხადე. ამიტომ გირჩევ, სანამ რამეს დაწერ მანამდე ყველა ბმული და ლინკი შეამოწმო (ფაქტია იქექები ვიკიმედიის ადმინისტრაციულ საიტზე, სადაც ნამდვილად არ გესაქმება არაფერი), იქნებ სადმე შენთვის საინტერესო ინფორმაციას წააწყდე. --Wiki - ჯაბა 14:29, 16 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

პ. ს. ზემოთ ლინკს თუ გაასწორებ კარგი იქნება. --Wiki - ჯაბა 14:40, 16 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
კომენტარის გარეშე ვტოვებ შენს ტექსტს და მას მომხმარებლები შეაფასებენ. იმედია როგორც ამ კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ყველა სტატიას გულდასმით წაიკითხავ, შეუმოწმებელს არ დატოვებ და რაც მთავარია ჟიური მიკერძოებული არ იქნება. წარმატებები. --ცანგალა/ 14:50, 16 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

აშკარად გამოაჩინე ამ კომენტარით შენი ნამდვილი მიზნები. არც შევმცდარვარ, სწორად მიმიღია პრევენციული ზომები. კიდევ ერთხელ გიმეორებ, ვიკიმედიის პროექტები შენი კომპეტენცია არაა და არც უფლება გაქვს მაგ საქმეში ჩაერიო. წარმატებებს გისურვებ ვიკიედიურ მუშაობაში. ვიკიედია რას გააკეთებს ამას ნამდვილად არ დაგეკითხებით. --Wiki - ჯაბა 14:58, 16 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

ვიკიედიის პროექტს ძებნა არ სჭირდება. მისი საკონკურსო თემა ვიკიედიის გვერდზე დევს. ვიკიმედიის წევრი ვიყავი და მოგვიანებით ვიკიმედიაში წევრობის სურვილი აღარ მქონდა. და კიდევ სად წერია, რომ ვიკიმედია ჩაკეტილია და იქ ჩახედვის უფლება არ აქვს მომხმარებელს, რომელიც მისი წევრი არ არის.--ცანგალა/ 15:19, 16 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

არავინ არავის ჩახედვას არსად არ უშლის, მაგრამ აქ მთავარია მიზანი, თუ რატომ იხედები. როცა ჩახედვა გამიზნულია პროექტების შესაფერხებლად (რაც პრაქტიკულად შენი მიზანია და ზემოთ კომენტარით დაადასტურე) და ახალი აყალმაყალის ასატეხად, ამას ადეკვატური პასუხი გაეცემა. --Wiki - ჯაბა 15:26, 16 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

მე მხოლოდ ვიკითხე ვინ არის ჟიურის წევრები. მითითებული რომ ყოფილიყო... --ცანგალა/ 15:45, 16 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

და მესამე კომენტარში გულისწადილი უნებურად გაამხილე. --Wiki - ჯაბა 15:55, 16 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]