თამარ დედოფლის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამარ დედოფლის მღვიმე
კოორდინატები: 42°30′40″ ჩ. გ. 43°24′44″ ა. გ. / 42.5112278° ჩ. გ. 43.4123194° ა. გ. / 42.5112278; 43.4123194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
ამგებელი ქანები კირქვა
თამარ დედოფლის მღვიმე — საქართველო
თამარ დედოფლის მღვიმე
თამარ დედოფლის მღვიმე — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
თამარ დედოფლის მღვიმე

თამარ დედოფლის მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქორთის მახლობლად. მდებარეობს ფოცხვრევის ქედის დასავლეთ კლდოვან ფერდობზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე იწყება ვრცელი გუმბათოვანი დარბაზით, რომელსაც 8 მ სიგანის კარნიზი აქვს გადმოხურული. მღვიმის წინ ამოშენებულია 4 მ სიგანის, 0,8 მ სიმაღლის დუღაბის კედელი სამზერებითა და სარკმლით. ნაგებობიდან მარჯვნივ, 15 მეტრზე, ბუნებრივი პატარა მღვიმეა (2×12×12) მ³, რომელსაც ხელოვნური დამუშავების კვალი ეტყობა. პირველი ცნობა თამარ დედოფლის მღვიმის შე­სა­ხებ (თუმცა ლეგენდის ხასიათისა) ეკუთვნის ცნობილ ­ქართველ მოღვაწეს ივანე მაჩაბელს. XX საუკუნის 80-იან წლებში მღვიმე შეისწავლა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოექსპედიციამ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 458.
  • ტატაშიძე ზ., წიქარიშვი­ლი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქარ­თვე­ლოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.