თამარ ბრეგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარ ბრეგაძე (დ. 23 მაისი, 1963, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი.

1985–1987 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათესრის კლინიკური ორდინატორი. 1987–1994 წლებში ამავე კათედრის ასისტენტი. 1988–1989 წლებში რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი–მეთოდისტი. 1989–1993 წლებში პაროდონტოზის განყოფილების ექიმი–სტომატოლოგი. 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი–სტომატოლოგია. ავტორია 16 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომის სტომატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.

1992 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „საქართველოს რესპუბლიკის მოზრდილი მოსახლეობის სტომატოლოგიურ დაავადებათა გავრცელების შესწავლა და ამბულატორიულ–თერაპიული და ქირურგიულ–სტომატოლოგიური დახმარებისათვის ექიმთა ნორმატივების მოთხოვნების განსაზღვრა.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ ედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 45

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]