თამარ ბერაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამარ ბერაია
დაბადების თარიღი 1987
თბილისი
საქმიანობა მუსიკოსი

თამარ ბერაია (დ. 1987, თბილისი) — ქართველი მუსიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამარს ჰყავს ერთი წლით უფროსი და, ნათია, რომელიც ასევე პიანისტია. მათი პირველი მუსიკის მასწავლებელი დედა — თინათინ სხირტლაძე, იყო. ორივემ დაამთავრა ზაქარია ფალიაშილის სახელობის "ნიჭიერთა ათწლედი" დოდო ცინცაძის ხელმძღვანელობით, შემდეგ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორ ნანა ხუბუტიას კლასი, შემდეგ მაგისტრატურაც მასთან გაიარეს.

9-10 წლისანი იყვნენ დები, როდესაც პირველი ადგილი დაიკავეს დუეტების საერთაშორისო კონკურსზე — სანკტ-პეტერბურგი 1997 წელი; თამარ ბერაია მრავალი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და პრიზიორია. მათ შორის: ესპანეთის ქალაქ სანტანდერში პიანისტთა მე-17 საერთაშორისო კონკურსი — ბრინჯაოს მედალი და პუბლიკის „სიმპათიის“ პრიზი (2012); „ახალი ვარსკვლავების“ საერთაშორისო კონკურსი — გერმანიის ქალაქ ვერნიგეროდეში. პირველი პრემია (2010); თბილისის პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსი — 2005 წელი; ჰ. ნეიჰაუზის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი — სარატოვი 2000 წელი და სხვა 2007 წელს დები ამერიკაში ჩაიყვანა პიანისტმა ეთერ ანჯაფარიძემ. ჰქონდათ სოლო კონცერტები, სადაც დუეტში უკრავდნენ და წარმატებული გამოსვლა კონცერტი და ინტერვიუ — ჩიკაგოს რადიოს პირდაპირ ეთერში. თამარ ბერაია უკვე 4 წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს შვეიცარიაში, ბერნში. მან წარმატებით დაამთავრა ლუზერნის კონსერვატორია პროფესორ ივან კლანსკის ხელმძღვანელობით და მიიღო მაგისტრის წოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერაია, თამარ. პიანისტი დების რეალური საქმე და სამომავლო გეგმები : ინტერვიუ / თ. ბერაია ; ესაუბრა დეა თავბერიძე // პრაიმტაიმი. თბ., 2013 გვ.46-47

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]