თამარაშენის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარაშენის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი,საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე. ძეგლი ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით, სქელ დუღაბზე. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარ-მოადგენს, აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი. სამხრეთით ერთი თაღოვანი ნიშაა, ჩრდილოეთით კი ორი. საკურთხევლის წინ ერთსაფეხურიანი სოლეაა. ჩრდილოე-თის და სამხრეთის კედლებში შემორჩენილია კანკელის ბუდეები. კამარა და კონ-ქი ხისაა, კამარა ნახევარცილინდრულია. სამხრეთის კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის თაღოვანი და სამხრეთის სწორკუთხა სარკმლებით. იატაკი შელესილია. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი რკინისაა, რომლის ზედა ნაწილში რკინისავე ჯვარია მიკრული. ეკლესიის საბურავად გამოყენებულია ყავარი. კამარა და კონქი მრავალ ადგილას ჩამოშლილია. იატაკი დაზიანებულია, კედლები დაბზარულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 118-119