თამარაშენის გრიგოლწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარაშენის გრიგოლწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. სოფლის სამხრეთით 2 კმ-ზე მთაზე, სასაფლაოსთან მდებარე ეკლესია

ნაგებია რიყის და ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. გეგმით სწორკუთხედს წარმო-ადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. აღმოსავლეთი და დასავლეთი კედლები 3-4 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი, ხოლო სამხრეთით სწორკუთხა ნიშაა. ჩრდილოეთით დევს ბუნის ქვა. შემორჩენილია აბსიდის სამხრეთი მხარის ქვედა ქვები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. მისი წირთხლები მორღვეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 120