თამაზ აგლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაზ აგლაძე (დ. 12 აგვისტო, 1940 — გ. 27 იანვარი, 2019) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ქიმიკოსი.

დაიბადა ქალაქ თბილისში. მუშაობდა მოსკოვში ლ. კარპოვის სახელობის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტში 1964 წლიდან, 1980–1985 წლებში კი დ. მენდელეევის სახელობის ქიმიური ტექნოლოგიის ინსტიტუტში. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის წარმოებათა გამგე 1985 წლიდან. მისი შრომები ეძღვნება ლითონთა ელექტროქიმიისა და კოროზიის შესწავლას, არაორგანული და ლითონთა ორგანული ნაერთთა ელექტროსინთეზის საკითხებს, ელექტროქიმიურ ხელსაწყოთმშენებლობას. ელექტროლიტური მანგანუმის დიოქსიდის წარმოებაში დანერგვა ტიტან–მანგანუმის შენადნობის შემცველი ელექტროქიმიურად აქტიური ანოდები. გომელის ხელსაწყოთსაშენებელ ქარხანაში დანერგა იმპულსური პოტენციოსტატიკური კომპლექსი ელექტროქიმიური კვლევისათვის. 1984 წელს იყო ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კი 1987 წელს, ამასთან ერთად თამაზ აგლაძე იყო ტექნოლოგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]