ზღვრული ხარჯები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზღვრული დანახარჯების სტანდარტული სახე

ზღვრული ხარჯები (ინგლ. marginal cost — MC) — წარმოების (ან მომსახურების) დამატებითი დანახარჯი[1], რომელიც აუცილებელია პროდუქციისა და მომსახურების დამატებითი ერთეულის საწარმოებლად. ზღვრული ხარჯები იანგარიშება, როგორც მთლიანი დანახარჯის (total cost, TC) ცვლილების ფარდობა მთლიანი პროდუქციის (ან მომსახურების) ცვლილებასთან. მოკლევადიანი პერიოდისათვის, როდესაც მუდმივი დანახარჯი (fixed cost, FC) არ იცვლება, ზღვრული ხარჯები შეიძლება ვიანგარიშოთ მთლიანი ცვლადი დანახარჯის (variable cost, VC) ცვლილების ფარდობით მთლიანი პროდუქციის (ან მომსახურების) ცვლილებასთან. ზღვრული ეკონომიკური ეფექტიანობა ზღვრული ხარჯების ოპტიმიზების შედეგია. წარმოების მასშტაბების ზრდის შედეგად შესაძლო ეკონომიის გათვალისწინებით, ზღვრული ხარჯები, წარმოების ზრდის გარკვეულ ოპტიმალურ დონემდე, შეიძლება მცირდებოდეს, მაგრამ წარმოების შემდგომმა უკონტროლო ზრდამ, შესაძლოა, ზღვრული ხარჯების გადამეტება გამოიწვიოს ზღვრულ შემოსავლებთან შედარებით, რაც, ძირითადად, გამოწვეულია ჭარბი პროდუქციის გასაღების პრობლემებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Fischer S.,etc. Economics. - New York, Second Edition.
  • ჰეინე პ. ეკონომიკური აზროვნება (ტომი I). - თბილისი, 2009.
  • მენქიუ გ. ეკონომიკის პრინციპები. – თბილისი, 2008.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]