ზღვის მიღმა (საიდუმლო მასალები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცეცხლი
საიდუმლო მასალები -ს ეპიზოდი

მსახიობი ბრედ დურიფი ლუთერ ლი ბოგსის როლში
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 13
სცენარი გლენ მორგანი, ჯეიმზ ვონგი
რეჟისორი დევიდ ნატერი
მოწვეული მსახიობები ბრედ დურიფი
მუსიკა მარკ სნოუ
კოდი 01-12
ეთერი 7 იანვარი 1994
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
„ცეცხლი“ „ტრანსსექსუალი“

ზღვის მიღმა (Beyond the Sea) — ამერიკული ზებუნებრივი და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ საიდუმლო მასალების პირველი სეზონის მეცამეტე ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 1994 წლის 7 იანვარს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ამ სერიალის მოვლენები დანა სკალის მამის ირგვლივ ტრიალებს. მას შემდეგ, რაც მშობლები საშობაო ვიზიტის შემდეგ შინ მიდიან, დანა იძინებს სავარძელში, შემდეგ კი იღვიძებს და ხედავს მამას. იგი მას რაღაცას ეუბნება. ამ დროს რეკავს ტელეფონი და მამა ქრება. ყურმილში დედის ხმა ისმის. იგი ამცნობს დანას, რომ მამამისი 1 საათის წინ გარდაიცვალა გულის შეტევით. დანას მამასთან დაკავშირებულ ამ ეპიზოდში აღწერილი სხვა მოვლენები ასევე უკავშირდება ლუთერ ლი ბოგს, პატიმარს, რომელსაც ხილვები აქვს და შეუძლია მალდერს დაეხმაროს რამდენიმე ადამიანის გატაცების გამოძიებაში. ერთ-ერთი ვიზიტისას იგი უმღერის დანას ცნობილ სიმღერას ”Beyond the Sea”, რომელსაც მას მამა უმღეროდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]