ზღვის ბალახი
იერსახე
| ზღვის ბალახი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Zostera | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ზღვის ბალახი, ზოსტერა (ლათ. Zostera) — ზღვის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ზოსტერასებრთა ოჯახისა. მხოხავფესურიანი მცენარეა. გაბრტყელებული ღეროები და ვიწრო ხაზური ფოთლები აქვს.
10-მდე სახეობა გავრცელებულია სუბტროპუკულ, ზომიერ, სუბარქტიკულ და სუბანტრაქტიკულ ზღვებში. ზღვისპირა ზოლის სილიან და ლამიან ფსკერზე ხშირად ქმნიან ვრცელ შალდამებს.
საქართველოში 1 სახეობა იზრდება. ზღვის ბალახის (ძირითადად Zosterra marina-ს) გამხმარ ფოთლებს იყენებენ ლეიბებისა და ავეჯის დასატენად, ზოგჯერ — სასუქად და საშენი მასალის დასამზადებლადაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 548.