ზღარბთევზასებრნი
იერსახე
| ზღარბთევზასებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Diodon holocanthus | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Diodontidae (Bonaparte, 1838) | ||||||||||||
| ||||||||||||

ზღარბთევზასებრნი,[1] ორკბილასებრნი,[1] დიოდონისებრნი[1] (ლათ. Diodontidae) — თევზების ოჯახი შეზრდილყბიანების რიგისა. სხეულის სიგრძე 7–100 სმ-ია, დაფარულია ნემსებით, შეუძლიათ ბურთივით გაბერვა. კბილები შეზრდილია და წარმოქმნის ორ მჭრელ ფირფიტას (აქედან მეორე სახელწოდება). კანი, მუცლის აპკი, ღვიძლი და გონადები შეიცავს შხამ ტეტროდოტოქსინს. ცნობილია 7 გვარის 20-მდე სახეობა. ბინადრობენ ტროპიკულ წყლებში მარჯნისა და კლდოვანი რიფების გარშემო, იშვიათად წყალმცენარეებში და ქვიშიან გრუნტზე. ზოგიერთი სახეობა, ასევე ახალგაზრდა ინდივიდები პელაგიალში ცხოვრობენ. იკვებებიან ფსკერის ცხოველებით. ადგილობრივი რეწვის ობიექტებია. ჰყავთ აკვარიუმებში.[2]
გვარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 107, ISBN 978-9941-460-45-6.
- ↑ Котляр А. Н. Рыбы-ежи // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 119.