ზუმფარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზუმფარა — წვრილმარცვლოვანი ქანები, რომლებშიც კორუნდი შეზრდილია სხვა მინარელებთან (მაგნეტიტთან, სულფიდებთან, მყიფე ქარსთან). ზუმფარა, რომელიც 60% კორუნდს შეიცავს, განეკუთვნება ბუნებრივ აბრაზიულ მასალას. მინერალოგიური სკალის მიხედვით მისი სისალეა 7-8. ზუმფარას შეიცავს ასევე მარმარილო, იშვიათად გაბრო, გრანიტი და სხვა. ზუმფარისაგან აკეთებენ სალეს ძელეკაებს, წისქვილების დოლაბებს და სხვა.

ზუმფარის რულონის მისაღებად ქსოვილის, ტყავის ან ქაღალდის ნაწარმს ფარავენ ზუმფარის ფხვნილით, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ზედპირების გასახეხად და გასაპრიალებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]