შვედეთის ზომიერი პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზომიერი პარტია)
Jump to navigation Jump to search
Moderate Party
ზომიერი პარტია
Moderate Party ზომიერი პარტია
ლიდერი ფრედრიკ რეინფელდტი
დაფუძნდა 1904
იდეოლოგია ლიბერალ-კონსერვატიზმი
ევროპული აკრედიტაცია ევროპის სახალხო პარტია
საერთაშორისო აკრედიტაცია საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი
შტაბ-ბინა Stora Nygatan 30 სტოკჰოლმი
რიქსდაგი რიქსდაგი
ევროპარლამენტი ევროპარლამენტი
ფერები თეთრი, ცისფერი

შვედეთის ზომიერი კოალიციური პარტია (შვედ. Moderata samlingspartiet ან შემოკლ. Moderaterna) — შვედეთის კონსერვატიული პოლიტიკური პარტია, დაარსებული 1904 წელს. 1904-1938 წლებში ეწოდებოდა „საყოველთაო არჩევნების კავშირი“ (შვედ. Allmänna valmansförbundet), 1938-1952 წლებში „მემარჯვენეთა ეროვნული ორგანიზაცია“ (Högerns riksorganisation), 1952-1968 წლებში „მემარჯვენე პარტია“ (Högerpartiet), 1968 წლიდან თანამედროვე სახელწოდებას ატარებს.

გამოდის თავისუფალი ბაზრისა და პრივატიზაციის მხარდამჭერი ლოზუნგით. მხარს უჭერს შვედეთის ევროკავშირში ყოფნას, ასევე გამოდიოდა შვედეთის ევროზე გადასვლის მხარდაჭერით. 2010 წლის რიქსდაგის არჩევნებზე პარტიამ ხმათა 30 % მოაგროვა და 349 ადგილიან პარლამენტში 107 მანდატი მოიპოვა. 2006 წლიდან პარტიის თავმჯდომარე ფრედრიკ რეინფელდტი მთავრობის მეთაურია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]