ზოლიანი დელფინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზოლიანი დელფინი

ზოლიანი დელფინი (Stenella coeruleoalba) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. ზოლიანი დელფინი კარგადაა შესწავლილი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზომიერი სარტყლებისა და ტროპიკების წყლებში ბინადრობს. მიეკუთვნება ოკეანის დელფინებს.

ტაქსონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოლიანი დელფინი Stenella-ს გვარის 5 სახეობას შორის ერთ-ერთია. ბოლო კვლევების თანახმად (LeDuc et al. (1999)), Stenella-ს გვარი ბუნებრივი ჯგუფი არ არის. ამ კვლევის მიხედვით, ზოლიანი დელფინის ყველაზე ახლობელი სახელობებია: კლიმინის დელფინი, ჩვეულებრივი დელფინები, ატლანტიკური ლაქებიანი დელფინი და ინდო-წყნაროკეანური ბოთლცხვირა დელფინი, რომელიც თავდაპირველად ბოთლცხვირა დელფინის სუბსახეობად მიიჩნეოდა. ზოლიანი დელფინი პირველად 1833 წელს ფრანც მეიენმა აღწერა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოლიან დელფინს ისეთივე ზომა და ფორმა აქვს, როგორც მსგავს პირობებში ბინადარ სხვა დელფინებს ( პანტროპიკული ლაქებიიანი დელფინი, ატლანტიკური ლაქებიანი დელფინი, კლიმინის დელფინი). გარდა ამისა, მისი შეფერილობა საკმაოდ განსხვავებულია და ზღვაში ადვილად შესამჩნევს ხდის. ქვედა ნაწილი ლურჯი, თეთრი ან ვარდისფერი აქვს. ახალშობილი ზოლიანი დელფინები დაახლოებით 10 კილოგრამს იწონიან და 1 მეტრის სიგრძის არიან. ზრდასრული ზოლიანი დელფინები 2.4 მეტრის სიგრძის (მდედრები) ან 2.6 მეტრი სიგრძის (მამრები) არიან და 150 კგ-ს (მდედრები) ან 160 კგ-ს (მამრები) იწონიან. ხმელთაშუაზღვისპირეთში მდედრები სექსუალურად 12 წლის ასაკში მწიფდებიან, ხოლო წყნარ ოკეანეში 7-9 წლის ასაკში. ცოცხლობენ 55-60 წელს. ორსულობის პერიოდი 12 თვეს გრძელდება, ხოლო მშობიარობას შორის პერიოდი 3-4 წელს.

ამ გვარის სხვა დელფინების მსგავსად ზოლიანი დელფინები დიდ ჯგუფებად ცხოვრობენ, რომელთა რაოდენობაც ათასამდე ინდივიდს მოიცავს. ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ატლანტის ოკეანეში უფრო მცირე ჯგუფებიც იქმნება. ზოლიანი დელფინები ჩვეულებრივ დელფინებთან ერთადაც ცხოვრობენ. ზოლიან დელფინი აკრობატია - ხშირად ხტება წყლის ზედაპირზე. იკვებება ღია წყლის პატარა თევზებითა და კალმარებით.[1]

პოპულაცია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოლიანი დელფინის გავრცელების სივრცე

ზოლიანი დელფინი ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში სანაპიროსგან მოშორებით ბინადრობს. უხვად ბინადრობს ჩრდილოეთისა და სამხრეთ ატლანტიკურ ოკეანეებში, ხმელთაშუა ზღვაში (მათშორის მარმარილოს ზღვაში) და მექსიკის ყურეში, ინდოეთის ოკეანესა და წყნარ ოკეანეში. უხეშად რომ ვთქვათ, ზოლიანი დელფინები ჩრდ. მეორმოცე პარალელიდან სამხრეთით 30-ე პარალელამდე ბინადრობენ. ბინადრობენ 10-დან 26°C-მდე ტემპერატურის წყლებში, საშუალოდ 18-22°C ტემპერატურის წყლებში. წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, სადაც აღნიშნული სახეობები კარგად შეისწავლება, გამორჩეული მიგრაციული ნიმუშები ფიქსირდება. სხვა სივრცეებში მსგავსი ნიმუშები არ გვხვდება. ზოლიანი დელფინების მთლიანი პოპულაცია ორ მილიონს აღემატება. 2017 წელს ზოლიანი დელფინი ყველაზე სამხრეთით ახალი ზელანდიის სამხრეთით, დანიდინთან შენიშნეს.[2]

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ზოლიანი დელფინები თევზებით, კალმარებით, რვაფეხებით, პლანქტონებითა და სხვა კიბოსნაირებით იკვებება. ხმელთაშუაზღვისპირეთის ზოლიანი დელფინები ძირითადად თავფეხიანებით იკვებებიან, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკის ზოლიანი დელფინები თევზებით ხშირად კი ვირთევზებით. საკვების მოსაპოვებლად 700 მეტრის სიღმეზე ჩასვლა შეუძლიათ.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]