შინაარსზე გადასვლა

ზმეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუნძულის ხედი

ზმეინი (უკრ. Острів Зміїний, რუმ. Insula şerpilor, ძვ. ბერძნ. Φίδονισι) — კუნძული შავ ზღვაში. ეკუთვნის უკრაინას. კუნძული შედის ოდესის ოლქის შემადგენლობაში. მისი ფართობია 20,5 ჰა. სანაპირო ძირითადად კლდოვანია, მაგრამ არის რამდენიმე პლაჟიც. კუნძული კლასიკური ანტიკურობიდან არის ცნობილი და ბერძნებს აქ აქილევსისადმი მიძღვნილი ტაძარი ჰქონდათ.[1] კუნძულს ბერძნები „თეთრი კუნძულის“ სახელით იცნობდნენ. დიონისე პერიეგეტეს თქმით, ეს სახელი მას კუნძულზე ბინადარი თეთრი გველების გამო შეერქვა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელწოდება კუნძულზე არსებული თეთრი მარმარილოს გამო მიიღო.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Rusyaeva, Anna (2003-01-01). „The Temple of Achilles on the Island of Leuke in the Black Sea“. Ancient Civilizations from Scythia to Siberia (ინგლისური). 9 (1–2): 1–16. doi:10.1163/157005703322114810. ISSN 0929-077X.
  2. Dionysius of Alexandria, Guide to the Inhabited World, §540