ზვარე (წყალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზვარე.

ზვარე — ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული ნატრიუმიანი მინერალური სამკურნალო სასმელი წყალი. წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ზვარეს ტერიტორიაზე, სადაც წყლის სამი ბურღილია.

გადმოცემით, არსებული საბადოს ტერიტორიაზე ჩნდებოდა წყლის გუბეები, რომელსაც პირუტყვი ხარბად ეტანებოდა. მოსახლეობა დაინტერესდა წყლის თვისებებით და გამოკვლევებმა ზვარის წყლის უნიკალურობა დაადასტურა. 1933 წელს დაიწყო საძიებო სამუშაოები. 1934 წელს აღიმართა პირველი მექანიზებული ჭაბურღილი. 1936 წლიდან დაიწყო მინერალური წყლის „ზვარის“ ჩამოსხმა. ჩამოსასხმელად გამოიყენება N1 ბურღილის წყალი.

მას იყენებენ საჭმელის მომნელებელი ორგანოთა დაავადების (ქრონიკული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული კოლიტი და ენტეროკოლიტი) და ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი მოშლილობის (ალიმენტური სიმსუქნე, ნიკრისის ქარი, ოქსალურია, ფოსფატურია) სამკურნალოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]