ზედუბანის ეკლესია
გარეგნობა
ზედუბანის ეკლესია —— არქიტექტურული ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში. ტაძარი დგას სოფლის სასფლაოზე. იგი სამხრეთ ფასადით ციხისწყალის ხეობას გადაჰყურებს ხოლო ჩრდილოეთით სატოპელას ხეობას.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზედუბანის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, ორფერდა გადახურვით, რომელშიც გამოყენებულია კრამიტი. ეკლესიაში შესასვლელი კარი დასავლეთ და სამხრეთ კედელშია გაჭრილი. შიდა სივრცე ნათდება დასავლეთ და აღმოსავლეთ კედელში დატანილი მცირე ზომის თითო-თითო სარკმლით. ეკლესია ნაგებია უმეტესად კლდის ფლეთილი ქვით. იატაკზე ქვის ფილებია მოგებული და ცემენტის ხსნარია მოსხმული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16930