ზებუნებრივი (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზებუნებრივი
Supernatural 2005 logo.svg
ჟანრი
ავტორი ერიკ კრიპკე
მონაწილეობენ
კომპოზიტორი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 13
ეპიზოდი 265 (ეპიზოდების სია)
კომპანია
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ერიკ კრიპკე
მაკჯი
რობერტ სინგერი
დევიდ ნატერი
კიმ მენერსი (2005–09)
სერა გემბლი (2010–12)
ჯერემი კარვერი (2012-დღემდე)
ადგილ(ებ)ი ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა
ხანგრძლივობა 38–45 წთ.
კომპანია
დისტრიბუტორი Warner Bros. Television Distribution
ეთერი
ორიგინალური არხი
ჩვენების ფორმატი 1080i (HDTV)
პირველად ეთერში სექტემბერი 13, 2005 (2005-09-13)
უკანასკნელად ეთერში დღემდე
დაკავშირებული შოუები ზებუნებრივი: მოდგმა
საიტი cwtv.com/shows/supernatural

ზებუნებრივი“ (ინგლ. Supernatural) — ამერიკული დრამა-საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალი, მთავარ როლებში ჯენსენ ეკლსითა (დინ ვინჩესტერი) და ჯარედ პადალეკით (სემ ვინჩესტერი). ისინი არიან ძმები, რომლებიც ნადირობენ დემონებსა და სხვა პარანორმალურ ფიგურებზე. გადაღებები მიმდინარეობს კანადის ქალაქ ვანკუვერში. სერიალის დებიუტი 2005 წლის 13 სექტემბერს, ტელეკომპანია WB-ს ეთერში შედგა, ამჟამად კი CW-ს ტელეარხზე გადის. მეორე სეზონი 2008 წლის 28 სექტემბერს გამოვიდა, მესამე კი 2007 წლის 4 ოქტომბერს. 2007 წლის 5 დეკემბერს სერიალის პროდუქცია შეჩერდა 2007-2008 წლის ე.წ. მწერალთა გაფიცვის გამო. ამ დროისათვის მხოლოდ მე-12 სერიის გადაღება იყო დასრულებული. 2008 წლის აპრილ-მაისში გამოვიდა კიდევ 4 სერია და საბოლოო ჯამში მესამე სეზონმა 16 სერია გააერთიანა, თუმცაღა ოცდაორის გადაღება იგეგმებოდა. 2008 წლის 18 სექტემბერს გამოვიდა სერიალის რიგით მეოთხე სეზონი. 2009 წლის 24 თებერვალს შედგა მეხუთე სეზონის დებიუტი. მეექვსე სეზონის პრემიერა გაიმართა 2010 წლის 24 სექტემბერს. მეშვიდე სეზონის 2011 წლის 23 სექტემბერს.2012 წლის 3 ოქტომბერს შედგა მერვე სეზონის პრემიერა. მეცხრე სეზონის პრემიერა 2013 წლის 8 ოქტომბერს შედგა. 2014 წლის 13 თებერვალს სერიალი ოფიციალურად გაგრძელდა მეათე სეზონამდე.

სერიალის მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძმებს დინ და სემ ვინჩესტერებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ. სემი ცდილობს ნორმალური ცხოვრების მოწყობას მის მეგობარ გოგონასთან ერთად, მაგრამ როდესაც ვინჩესტერები იგებენ რომ მათი მამა უგვზოუკვლოდ დაკარგულია, ისინი მაშინვე საძიებლად მიემართებიან. ახლა მათი ცხოვრების აზრი არაამქვეყნიური არსებებზე ნადირობაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Erickson, Hal. Supernatural [TV Series]. AllMovie. წაკითხვის თარიღი: February 16, 2014.