ზარა ლარსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზარა ლარსონი
Zara Larsson By Daniel Åhs.jpg
ლარსონი 2015 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ზარა მარია ლარსონი
დაბ. თარიღი 16 დეკემბერი, 1997 (1997-12-16) (21 წლის)
დაბ. ადგილი Solna Municipality
ჟანრ(ებ)ი პოპი, საცეკვაო პოპი, თანამედროვე R&B
საქმიანობა მომღერალი
კომპოზიტორი
აქტიური 2008-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Universal Music Group შვედეთი
Epic Records
ასოციაციები ტინი ტემპაჰი
MNEK
საიტი
http://www.zaralarsson.se/
ზარა ლარსონი ვიკისაწყობში

ზარა მარია ლარსონი (შვედ. Zara Larsson; დ. 16 დეკემბერი 1997, სოლნა, სტოკჰოლმი, შვედეთი) — შვედი მომღერალი და კომპოზიტორი.[1] მან მოიპოვა ეროვნული დიდება, 2008 წლის შვედური ნიჭიერის სეზონში გამარჯვებით, 10 წლის ასაკში. 2010 წელს ლარსონმა გააფორმა ხელშეკრულება „TEN Music Group“-თან და 2013 წლის იანვარში გამოუშვა თავისი სადებიუტო EP ალბომი. სინგლი „Uncover“ მოექცა ჩარტების სათავეში შვედეთსა და ნორვეგიაში. 2013 წლის თებერვალში მისი სინგლი „Uncover“-ი სერტიფიცირებულ იქნა Universal Music Group შვედეთის პლატინით.[2] 2013 წლის ივლისში ალბომი „Introducing“ იყო დამოწმებული „Triple Platinum“-ით.[3] 2013 წლის აპრილში ლარსონმა ასევე ხელი მოაწერა სამწლიან კონტრაქტს Epic Records-თან აშშ-ში.[4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზარა ლარსონი დაიბადა 1997 წლის 16 დეკემბერს კაროლინსკას საუნივერსიტეტო საავადმყოფოში სოლნაში, სტოკჰოლმის ლენი, შვედეთი.[5][6]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008-11: კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლარსონი 2008 წელს

ლარსონი იყო შვედური ნიჭიერის „Talang 2008“ ფინალისტი, რომელიც არის ბრიტანული ნიჭიერის შვედური ვერსია.[7] ლარსონმა მოიგო ნიჭიერის კონკურსი 10 წლის ასაკში და მიიღო ფულადი პრიზი 500,000 SEK-ის ოდენობით.[1][8] „My Heart Will Go On“ მოგვიანებით გამოვიდა, როგორც ლარსონის სადებიუტო სინგლი. მისი პერმორმანსის ვიდეო ფინალზე მიიღო 15 მილიონი ნახვა YouTube-ზე.[9]

2012–14: გარღვევა 1-ით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლარსონი 2013 წლის ივნისში

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ახალი ამბები ისმოდა ოთხი წლის განმავლობაში ზარაზე, ნიჭიერში გამარჯვების შემდეგ, მომღერალი გააფორმა 2012 წელს ხელშეკრულება „TEN Music Group“-თან, თავისი გაფართოებული სადებიუტო ალბომის გამოსაცემად. ლარსონის სადებიუტო EP ეწოდა „Introducing“ და გამოვიდა 2012 წლის 9 დეკემბერს „Uncover“ შემდეგ YouTube-ზე.[10] ალბომი გამოვიდა 2013 წლის 21 იანვარს, რომელშიც ხუთი სიმღერა იყო. „Uncover“ გამოვიდა, როგორც ალბომი სინგლი. მოგვიანებით გახდა №1 შვედეთის ორივე „Sverigetopplistan“ და „DigiListan“ ჩარტში,[11] ასევე მიაღწია №1 ნორვეგიაში და დაიკავა №3 დანიაში,[12][13] ხოლო 2013 წლის 25 თებერვალს სიმღერა იყო დამოწმებული პლატინიუმით Universal Music Group შვედეთის მიერ, რომელსაც YouTube-ზე 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.[2] სიმღერა ასევე შევიდა „Svensktoppen“ ჩარტში. 2013 წლის ივლისში „Sommarkrysset“-ზე გრონა ლუნდში, მან მიიღო სამმაგი პლატინის ჯილდო მისი სადებიუტო EP Introducing ალბომისთვის,[3] რომლის „გაყიდვები აღემატება 120.000 ერთეულს შვედეთში“.[14]

2013 წლის 27 მარტს, ლარსონის შემდეგი EPს ესკიზი იყო გამოვლენილი „She's Not Me (Pt.1)“.[15] შემდეგი EP,Allow Me To Reintroduce Myself, გამოვიდა 2013 წლის 5 ივლისს, რომელშიც ხუთი სიმღერა იყო.[16] ორმაგი სინგლი „She's Not Me“ (რომელიც შედგება „She's Not Me (Pt.1)“ და „She's Not Me (Pt.2)“) ალბომი, გამოვიდა 2013 წლის 25 ივნისს.[16]

2013 წლის 3 აპრილს, ლარსონმა თავის ბლოგზე დაწერა, რომ მან გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი Epic Records-თან აშშ-ში.[4][17]

2015-დღემდე: მეორე სტუდიური ალბომი და საერთაშორისო წარმატება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 5 ივნისს, ლარსონმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Lush Life“, მისი მეორე სტუდიური ალბომდან. სიმღერა გახდა მისი მეორე ნომერ 1 სინგლი და ოთხგზის პლატინის გამარჯვებული შვედეთში. სიმღერა მიაღწია ტოპ-5 ავსტრალიაში, დანიაში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და გაერთიანებული სამეფოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Zara Larsson Swedish. TV4 (27 November 2009). წაკითხვის თარიღი: 16 May 2010.
  2. 2.0 2.1 Zara Larsson säljer Platina Swedish. Universal Music Group (25 February 2013). წაკითხვის თარიღი: 26 February 2013.
  3. 3.0 3.1 Holmberg, Joakim. (7 July 2013) Robin Stjernberg och Zara Larsson heta artister på Sommarkrysset Swedish. Aftonkuriren. წაკითხვის თარიღი: 30 July 2013.
    Note: The source confuses the song „Uncover“ and the EP Introducing, see photos from the event in which Zara Larsson holds a Triple Platinum disc for her debut EP Introducing.
  4. 4.0 4.1 I'M SO LUCKY Swedish. zarish.blogg.se (3 April 2013). წაკითხვის თარიღი: 27 June 2013.
  5. http://fokus.dn.se/zara-larsson/
  6. http://www.svd.se/zara-larsson-nar-hatvagen-kom-ville-jag-lamna-sverige
  7. Zara Larsson's Biography. at Zara-larsson.com
  8. Bergqvist, Mattias. “Zara Larsson, 11: "Vill bli en legend"“, Expressen, 1 December 2009. წაკითხვის თარიღი: 16 May 2010. (Swedish) 
  9. Zara Larsson My Heart Will Go On Celine Dion (Titanic Theme) – Final Talang 2008. YouTube (31 May 2008). წაკითხვის თარიღი: 27 June 2013.
  10. Zara Larsson – Uncover (Introducing EP / 2013). YouTube (9 December 2012). წაკითხვის თარიღი: 27 December 2012.
  11. Discography Zara Larsson. Hung Medien. swedishcharts.com/.
  12. Discography Zara Larsson. Hung Medien. norwegiancharts.com/.
  13. Zara Larsson discography. 'danishcharts.com'. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 24 January 2015.
  14. Photos from the event.
  15. Zara Larsson – She's Not Me (Pt.1). YouTube (27 March 2013). წაკითხვის თარიღი: 27 March 2013.
  16. 16.0 16.1 Zara Larsson – "She's Not Me" Swedish. Universal Music Sweden (25 June 2013). წაკითხვის თარიღი: 27 June 2013.
  17. Säll, Jonna. (10 May 2013) Zara Larsson får treårskontrakt i USA Swedish. Aftonbladet. წაკითხვის თარიღი: 11 June 2014.