ზაპლავსკაიის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაპლავსკაიის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ზაპლავსკაიის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ზაპლავსკაია
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101110000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ამპირი
თარიღდება 1812-1834

ზაპლავსკაიის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь иконы Божией Матери «Одигитрия» ) — მართლმადიდებლური ეკლესია ოქტომბრის რაიონის სოფელ ზაპლავსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას[1]. ეკლესია აგებულია 1834 წელს და აქვს რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვირეობის ძეგლის სტატუსი[2].

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ოქტომბრის რაიონი, სოფელი ზაპლავსკაია, სკოლის ქუჩა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეკლესია სოფელ ზაპლავსკაიაში ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე იყო ხისა და იგი ააგეს 1780 წლის 4 აპრილს. იგი აშენდა ეფლის ატამანის მიხეილ კუჟელევის ფინანსებით. ეკლესია აკურთხეს 1781 წლის 28 ივლისს, ხოლო სამრეკლო ააშენეს 1793 წელს.

1804 წელს სოფლის მოსახლეობამ თხოვნით მიმართა დონის ადმიინისტრაციას, რათა აეშენებინათ ახალი ქვის ეკლესია, მაგრამ მათგან მიიღეს უარი. 1811 წელს მეორე მიმართეს თხოვნით, ამ პერიოდისათვის ძველი ეკლესია საკმაოდ დაძველდა. 1811 წლის 23 მარტს თანხმობა მიიღეს ახალი, სამსაკურთხევლიანი ეკლესიის მშენებლობაზე.

აგურის ეკლესია ააგეს გვიანდელი კლასიციზმის, ამპირის სტილში. მას ჰქონდა ორი ეგვტერი: მარჯვენა იოანე ღვთისმეტყველის, ხოლო მარცხენა ბარბარე დიდმოწამის სახელზე. ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1812 წელს, მისი მასალები გამოიყენეს ახალი ეკლესიის შემოსაღობად. ეკლესია დასრულდა 1834 წელს[3].

1930-იან წლებში ეკლესია დახურეს და კვლავ გაიხსნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ანტირელიგიური პროპაგანდისა და ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში ეკლესიამ განიცადა მნიშვნელოვანი ზიანი. ადგილობრივმა მევლმა არადგინა არა მარტო თავად ეკლესიის შენობა, არამედ დაზიანებული ხატებიც. 1961 წელს ეკლესია კვლავ დაიხურა. შენობას გამოიყენებდნენ ხორბლისა და შხამ-ქიმიკატების შესანახად.

შენობაში შედიოდნენ ავტომანქანები და ტრაქტორები, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ეკლესია. 1992 წელს ეკლესია კვლავ გაიხსნა. მრევლის ძალებით დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. 2013 წლის 17 აპრილს ეკლესიას დაადგეს ახალი, მოოქროვილი გუმბათი ჯვრით.

ეკლესიის პირდაპირ მდებარეობს სკოლა, რომელიც აგებულია 1906 წელს და მასში თავდაპირველად განთავსებული იყო საეკლესიო-სამრევლო სკოლა[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]