ზალდის წმინდა გიორგის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზალდის წმინდა გიორგის ნაეკლესიარი — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზალდას ჩრდილო-დასავლეთ განაპირას. აგების თარიღი უცნობია

სოფლის ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია მცირე ზომის ნაეკლესიარი; თავდაპირველად ეკლესია დარბაზული ყოფილა. კედლის ნანგრევები მიწითაა დაფარული. გათხრა-გასუფთავების გარეშე გეგმა არ იკითხება.

მიმობნეულია შირიმის თლილი ქვები. ეკლესიის გვერდით მდგარ მუხაზე ეკიდა დიდი ზომის ზარი. მუხა წაქცეულია.

ძეგლის დათარიღება რთულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 76