ზალდის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზალდის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზალდაში. აგებულია 1820 წელს.

გუმბათიანი ეკლესია ნაშენია ფლეთილი და რიყის ქვით.

აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწრიული აბსიდაა, რომლის კონქი სფერულია. აბსიდის კედლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია. აბსიდის ტრიუმფალური თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესიის შიდა გეგმას „ჩაწერილი ჯვრის“ ფორმა აქვს. გუმბათი ეყრდნობა ოთხივე მკლავის წიბოებს. გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის სამხრეთი და დასავლეთი ნაწილი ჩამონგრეულია. ჯვრის მკლავები ოთხივე მხარეს თაღებით სრულდება. გადარჩენილია ჩრდილოეთი მკლავი და სამხრეთი მკლავის ნახევარი, დასავლეთისა კი მთლიანად დანგრეულია.

ჩრდილოეთ მკლავში ორი, ერთ ვერტიკალურ ხაზზე განლაგებული თაღოვანი სარკმელია. აბსიდს შერჩენილი აქვს შელესილობა. გუმბათის ყელი გარედან წახ-ნაგოვანია. მისგან შემორჩენილ ნაწილს ორი სარკმელი აქვს. გადახურულია თუნუქის სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 75-76