ზაზა აბზიანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბზიანიძე.
ზაზა აბზიანიძე
დაბ. თარიღი 30 ოქტომბერი 1940(1940-10-30) (79 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი, კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე
ეროვნება ქართველები
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ჯილდოები გალა

ზაზა გიორგის ძე აბზიანიძე (დ. 30 ოქტომბერი, 1940, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994). საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი (1976). გიორგი აბზიანიძის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1966-1987 წლებში რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელია, მუშაობდა აგრეთვე კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ. 1987 წლიდან საქართველოს რუსთაველის სახელმწიფო თეატრისა და კინოხელოვნების ინსტიტუტის ფილოლოგიური კათედრის გამგეა. აბზიანიძეს ეკუთვნის მონოგრაფია „ადამიანის კონცეფცია თანამედროვე ქართულ ლირიკაში“ (1975) და „ლიტერატურული დიალოგები“ (1983). გამოქვეყნებული აქვს ლიტერატურული პორტრეტების ციკლი „ქართველი ლირიკოსები: ბესიკიდან - ანა კალანდაძემდე“, მრავალი წერილი XX საუკუნის ქართული მწერლობის ტენდენციებზე, საზოგადოებრივ და ზოგადკულტურულ საკითხებზე. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თარგმნილია რუსულ და სხვა ენებზე. აბზიანიძის წერილები თან ერთვის ბერლინში გერმანულ ენაზე გამოქვეყნებულ თანამედროვე ქართული მოთხრობების კრებულს („შორი თეთრი მწვერვალი“,1984), აგრეთვე ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის, გიორგი ნიკოლაძის, გურამ ასათიანის ნაწარმოებათა გამოცემებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]