ზაანური თხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზაანური თხა

ზაანური თხა — სარძევე ჯიშის თხა. გამოყვანილია XIX საუკუნის შუა წლებში შვეიცარიაში, მდინარე ზაანეს ხეობაში. ზაანური თხა დიდია, მკვრივი აგებულების, უპირატესად დოლა (ურქო), ფერად თეთრი. ცოცხალი მასა ბოტისა 70-80 კგ, დედალი თხისა 50-60 კგ. ნაყოფიერება 100 დედა თხაზე 180-250 თიკანი. ლაქტაცია 8-10, ზოგჯერ 12 თვეც გრძელდება. საშუალო ნაწველი 600-700 კგ რძე, რეკორდული - 2482 კგ. გავრცელებულია დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ამერიკასა და აზიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]