ვსევოლოდ ივანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ივანოვი.

ვსევოლოდ ივანოვი (დ. 12 თებერვალი, 1895 — გ. 15 აგვისტო, 1963, მოსკოვი) — რუსი მწერალი, ლიტერატურულ ჯგუფ სერაპიონის ძმების წევრი. მის სამწერლო მოღვაწეობაზე დიდი გავლენა ჰქონდა მაქსიმ გორკის. მისი მოთხრობა „ჯავშნოსანი 14-69“ (1922) გადაკეთდა პიესად, რომლის საფუძველზე სანდრო შანშიაშვილმა შექმნა პიესა „ანზორი“.

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „გორაკები, პარტიზანული მოთხრობები“ 1923, მოთხრობათა ციკლი რუსეთის სამოქალაქო ომზე
  • „შეხვედრები მაქსიმ გორკისთან“ “, 1947, მოგონებები
  • „ლომონოსოვი“ 1953, პიესა
  • „ჩვენ მივდივართ ინდოეთში“, 1960, ავტობიოგრაფიული რომანი
  • „ვულკანი“, 1966-1968, რომანი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]