ვოროშილკინის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვოროშილკინის სახლი
რუს. Дом Ворошилкина
Таганрог Шмидта 21 фото 009.jpg
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 1830
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101303000

ვოროშილკინის სახლი (რუს. Дом Ворошилкина) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის პირველ ნახევარში. 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების შესაბამისად სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].

მისამართი: ტაგანროგი, შმიდტის ქუჩა № 21.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1830 წელს ტაგანროგში, შმიდტის ქუჩა ნომერ 21-ში მეორე გილდიის ვაჭარმა ტიმოთე მიხეილის ძე ვოროშილკინმა ააშენა ორსართულიანი სახლი. ცნობილია, რომ 1874 წლის 1 იანვარს მასში დაარსდა „ტაგანროგში საქარხნო მრეწველობის საზოგადოება“. შმიდტის ქუჩაზე მდებარე შენობა 1915 წლამდე რჩებოდა ვოროშილკინის მემკვიდრეების საკუთრებაში. შემდეგ მასში განთავსდა იანოვიჩის გიმნაზია, რომელიც შემდეგ გარდაიქმნა და ეწოდა მუშათა სკოლა № 1. 1992 წლიდან ობიექტი სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა, რადგანაც ძეგლს მიენიჭა არქიტექტურის ძეგლის სტატუსი[2].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოროშილკინის სახლი აგებულია ადრეული უორდენო რუსული პროვინციული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. ნაგებობის ფანჯრები შექმნილია ეკლექტიკის სტილში - დამახასიათებელია შესასვლელი, რომელიც ნახევრი სვეტებითაა გაფორმებული. პირველი სართულის ფასადი მთლიანად, მათ შორის ფანჯრებს შორისი სივრცეებიც, რუსტირებულია. ფანჯრებს ზემო ნაწილი ციხესიმაგრის ქვებით არის გაფორმებული. კარნიზის დენტიკულები მორთულია მართკუთხა ფიგურებით. ვაჭრის სახლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ადრინდელი ნაგებობების ნაშთები[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]