შინაარსზე გადასვლა

ვოლკოვ-რემის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვოლკოვ-რემის სახლი
რუს. Дом Волкова-Реми
კოორდინატები 47°12′40″N 38°56′32″E / 47.211° ჩ. გ. 38.9421° ა. გ. / 47.211; 38.9421
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი ამპირი
გახსნის თარიღი 1802
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110068000

ვოლკოვ-რემის სახლი (რუს. Дом Волкова-Реми) — უძველესი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში. განეკუთვნება ისტორიისა და არქიტექტურის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლებს.

მისამართი: ტაგანროგი, შმიდტის ქუჩა № 16.

ორსართულიანი ვოლკოვ-რემის სახლი აგებულია 1802 წელს ამპირის სტილში. შენობის პროექტის ავტორი უცნობია. სახლს ტავის დროზე გარს ეკრა ბაღი. ვოლკოვები სახლის მფლობელები იყვნენ XX საუკუნის დასაწყისამდე, მათგან შემდეგ სახლი იყიდა სახელმწიფო მრჩეველმა, მსხვილმა მიწისმფლობელმა ნიკოლაი რემმა[1].

შენობის გამოსახულია მხატვარ ლ. მანცოს ფოტოზე (ტაგანროგი, 19.11.1825).

სხვადასხვა დროს სახლის მფლობელები იყვნენ: პ. ს. შახმატოვი (1810-1820 წწ.); ვოლკოვის ცოლი (1873-1898 წწ.); თავადი ნ. ა. რემი (1906-1915 წწ).

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგმოხდა სახლის ნაციონალიზაცია და შენობაში განათავსეს კომუნალური საცხოვრებლები.

1970-იან წლებში სახლი გადაეცა საქალაქო ქორწინების სახლს. 1980-იან წლებში სახლიდან გამოასახლეს ყველა მაცხოვრებელი. 1997 წელს შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია. შენობის ფასადტან ააშენეს ტრანსფორმატორული ქვესადგური, რამაც ტაგანროგის ამ ქუჩის დამახინჯება გამოიწვია.

შენობა დგას ზღვის სანაპიროს შემაღლებულ ადგილზე და გადაჰყურებს ზღვის ყურეს.

შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2][3].

ამჟამად შენობაში განთავსებულია ფირმების „ბეტა-ირისა“[4] და „რემის“ ოფისები.

ვოლკოვ-რემის სახლი ფასადი გადის ზღვის ყურის მხარეს, ხოლო შმიდტის ქუჩაზე გადის მისი გვერდითი ფასადი. გვერდით ფასადზე შენობას აქვს ოთხი მაღალი სვეტი, რომლებიც სრულდება სამკუთხა ფრონტონით.

მეორე სართულის ფასადის კუთხეში განთავსებულია შიდა აივანი. აივნის ქვეშ პირველი სართული რუსტირებულია. შენობას გააჩნია სართულთშორისი თამასა.

  • Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0
  • Вторая жизнь «Дома с привидениями»: [Об особняке Волкова- Реми] // Город.- 1998.- 29янв.- с.1
  • Цымбал А. Особняк Волкова-Реми… // Таганрогская правда.- 1991.- 27 нояб.-с.2

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Реми Николай Александрович. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-04. ციტირების თარიღი: 2017-03-02.
  2. Григорян М. Е., Решетников В. К. Таганрог. История архитектуры и градостроительства конца XVII — начала XX века. — Ростов н/Д: Омега-Принт, 2013. — С. 63-64.
  3. რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110068000
  4. ЗАО Бета-Ир"