ვოლვოქსისნაირნი
იერსახე
ვოლვოქსისნაირნი (ლათ. Volvocophyceae) — ტოლშოლტიანი მწვანე წყალმცენარეების კლასი. ვეგეტაციურ მდგომარეობაში მოძრავი ერთუჯრედიანი ან კოლონიური ფორმებია. აქვთ ჯამისებრი, მწვანე ქრომატოფორი, 2 (იშვიათად 4-8) თანაბარი შოლტი, წითელითვალაკი და მფეთქავი ვაკუოლი. უსქესო გამრავლება ხდება უჯრედების სიგრძივი დაყოფით და ზოოსპირებით, სქესობრივი — ვეგეტატიური უჯრედების ან გამეტების კოპულაციით (იზოგამია, ჰეტეროგამია, ოოგამია). ცხოვრობენ დამდგარ მტკნარ წყალსატევებში, ტენიან ნიადაგზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 444-445.