ვოდი
იერსახე
ვოდი — ფინეთის ყურის სამხრეთით, ნოვგოროდის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ბალტიისპირულ-ფინური ტომი. იხსენიება XI საუკუნის წყაროებში. ენა უახლოვდება ესტონური ენის ჩრდილო-აღმოსავლურ კილოკავს. ვოდის ცალკეული დასახლებებია ფინეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 440.