ვლადიმირ-ვოლინის სამთავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვოლინის სამთავროს გერბი

ვლადიმირ-ვოლინის სამთავრო, ან ვოლინის სამთავრო (უკრ. Володимирське) — რუსული ფეოდალური სამთავრო მდინარე დასავლეთ ბუგის ზემო და შუა წელზე, თანამედროვე უკრაინის დასავლეთ ნაწილში. ჩამოყალიბდა X საუკუნის დასასრულს ვოლინელთა მიწაზე. პირველი მთავარი იყო ვლადიმირ სვიატოსლავის ძის ვაჟი ვსევოლოდი. 1097 წელს ლიუბეჩის მთავართა ყრილობაზე გადაეცა დავით იგორის ძეს, ვიტიჩევის ყრილობაზე (1100) — სვიატოპოლკ იზიასლავის ძეს. 1118 წელს დაიპყრო ვლადიმირ მონომახმა და გადასცა თავის ვაჟს ანდრიას. 1134-1154 მთავრობდა იზიასლავ მსტისლავის ძე. 1154 წელს საბოლოოდ გამოეყო კიევის სამთავროს. რომან მსტისლავის ძემ (იზიასლავის შვილიშვილმა), რომელიც 1170-1205 წლებში მთავრობდა, განამტკიცა ხელისუფლება და 1199 წელს გააერთიანა ვოლინისა და გალიჩის მიწები, რის შედეგად ჩამოაყალიბა გალიჩ-ვოლინის სამთავრო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]