ვლადიმერ მოლოჟავენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ მოლოჟავენკო
სრული სახელი ვლადიმერ სემიონის ძე მოლოჟავენკო
დაბადების თარიღი 28 დეკემბერი, 1924
დაბადების ადგილი მოროზოვსკი, რსფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 25 დეკემბერი, 2012
გარდაცვალების ადგილი დონის როსტოვი, რუსეთი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა სსრკ, რუსეთი
პერიოდი 1964-1980
ჟანრი პროზა
ჯილდოები ჟუკოვის მედალი

ვლადიმერ მოლოჟავენკო (რუს. Владимир Семёнович Моложавенко; დ. 28 დეკემბერი, 1924, მოროზოვსკი, რსფსრ, სსრკ — გ. 25 დეკემბერი, 2012, დონის როსტოვი, რუსეთი) — რუსი და საბჭოთა მწერალი და ჟურნალისტი. სსრკ-ის მწერალთა კავშირის წევრი (1973). დიდი სამამულო ომის მონაწილე[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ მოლოჟავენკო 1924 წლის 28 დეკემბერს სტანიცა მოროზოვსკაიაში (ამჟამინდელი როსტოვის ოლქის ქალაქი მოროზოვსკი), რკინიგზის თანამშრომლის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, 1942 წლის დეკემბერში ჯარში გაიწვიეს. 1943 წლის იანვრიდან მსახურობდა მე-4 უკრაინის ფრონტის 239-ე მსროლელთა პოლკის ქვეითთა რიგითად, შემდეგ მეთაურობდა განყოფილებას, ოცეულს. მიიღო საბრძოლო ჭრილობა. დიდი სამამულო ომის დასრულებას პრაღაში შეხვდა სერჟანტის რანგში, ბატალიონის კომორგად. დაჯილდოვდა სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენითა და მედლით „საბრძოლო დამსახურებისთვის“ და სხვ.

დემობილიზებული ვლადიმერ მოლოჟავენკო ორთქლმავლის მემანქანის დამხმარედ მუშაობდა მოროზოვსკის დეპოში. შემდეგ სწავლა გააგრძელა მშრომელი ახალგაზრდობის საღამოს სკოლაში, ასპირანტურაში სწავლობდა მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში.

1947 წლიდან ვლადიმერ მოლოჟავენკო ჟურნალისტური საქმიანობით დაკავდა. მუშაობდა რაიონული გაზეთის „Морозовский большевик“-ის (ქართ. მოროზოვსკის ბოლშევიკი) პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ საოლქო გაზეთების „Комсомолец“-ის (ქართ. კომკავშირელი), „Молот“-ისა (ქართ. ურო) და საქალაქო გაზეთ „Вечерний Ростов“-ის (ქართ. საღამოს როსტოვი) მდივნად.

1966—1970 წლებში მუშოაბდა გამომცემლობა „Молот“-ის (ქართ. ურო) დირექტორად.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი.
  • მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“.
  • ჟუკოვის მედალი.
  • მედალი „პარტიზანული ვარსკვლავი“ (ჩეხოსლოვაკია)
  • დიდ სამამულო ომში გამარჯვების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს დონის როსტოვში, გაფიცვის გამზირი № 11/14ა-ში მდებარე სახლზე, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მწერალი, მემორიალური დაფა გაიხსნა[2][3].

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემულია მწერლის შემდეგი ნაწარმოებები:

  • Донские были. Ростов-на-Дону, 1964, 1970;
  • Когда полыхали зарницы… Рассказ о жизни и смерти Коли Руднева. Ростов-на-Дону, 1966;
  • Тайны донских курганов. Ростов-на-Дону, 1967;
  • Сверстники. Док. повесть. М., 1970;
  • Голубые родники. От истоков до устья Дона. М., 1971;
  • Заветная шкатулка. Предания и легенды. Ростов-на-Дону, 1973;
  • Неопалимая купина. М., 1974;
  • Повесть о Тихом Доне. Приглашение к путешествию. М., 1976;
  • Зачарованный Донец. Путеводитель. Донецк, 1976;
  • Гремучий Маныч. Путешествие от Дона до Каспия. М., 1977;
  • Красные офицеры. Док. повесть-дилогия о героях Октября. Ростов-на-Дону, 1977;
  • Встреча с Донцом. М., 1979;
  • Пароль «Белая роза». Повесть-хроника. Ростов-на-Дону, 1979;
  • Морозовск. Историко-краеведческий очерк. Ростов-на-Дону, 1981;
  • Сурхандарья— земля моего брата. Ташкент, 1981;
  • Жаркое солнце Сурхана. М., 1982;
  • От Иван-озера до Азовского моря. Путешествие по Дону. М., 1982;
  • «Был и я среди донцов…». Записки краеведа. Ростов-на-Дону, 1984;
  • Дороги вели в Прагу. Док. очерки. Харьков, «Прапор», 1985;
  • Костры памяти. Повесть-хроника. Ростовское изд-во, 1985;
  • Чир — казачья река. Приглашение к путешествию по шолоховской земле. М., «Молодая гвардия», 1988;
  • Билет на восход солнца. Ростовское изд-во, 1990.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Писатели Дона: библиограф. сб. — Ростов н/Д, 1986. — 413 с. — С. 222—225
  • Гордеева Н. С любовью к родной земле / Н. Гордеева // Дон. — 1978. — № 2. — С. 175—178
  • Чулкова Е. В депо открыта мемориальная доска / Е. Чулкова// Морозовский вестник. — 2013. — 21 июня. — С. 10 ;
  • Джичоева Е. Исповедь поколения / Е. Джичоева // Молот. — 2013. — 19 июля. — С. 20 ;
  • Тулуманова Т. Он не хотел ничего выдумывать: из воспоминаний о ростовском писателе В. Н. Семине / Т. Тулманова // Ростов официальный . — 2012. — 7 нояб. — С. 14 ;
  • Ремезов А. Различать паровозы «по голосу» / А. Ремезов // Звезда. — 2011. — 11-17 марта. — С. 12.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]