ვლადიმერ ვისოცკის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ ვისოცკის ძეგლი
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი ანატოლი სკნარინი
მასალა ბრინჯაო
სიმაღლე 3,4 მ
გახსნის თარიღი 25 ივლისი, 2014
მიძღვნილია ვლადიმერ ვისოცკი

ვლადიმერ ვისოცკის ძეგლი (რუს. Памятник Владимиру Высоцкому) — რუსი მომღერლის ვლადიმერ ვისოცკის ძეგლი, რომელიც გაიხსნა 2014 წლის 25 ივლისს, პუშკინის ქუჩაზე[1], დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლის ავტორია მოქანდაკე ანატოლი სკნარინი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს გაუკეთეს ორგანიზება და დაიწყეს თანხის შეგროვება ვლადიმერ ვისოცკის ძეგლის დასადგმელად. გაიმართა კონკურსი, რომლის შედეგად მოქანდაკეებმა წარმოადგინეს ძეგლის პროექტები, რომელთა შორის გამარჯვებულიც გახდა ანატოლი სკნარინის პროექტი[1]. თანხების მოძიებით დაკავებული იყო როსტოველების სპეციალური ჯგუფი. შემოწირულობების ყუთები დადგეს ქალაქის მრავალ ადგილზე. იმართებოდა ასევე საქველმოქმედო კონცერტები. აღნიშნულის შედეგად შეგროვდა 500 000 რუსული რუბლი, სულ კი საჭირო იყო 2,5 მლნ რუბლი. ძეგლის დასადგმელად საჭირო დარჩენლი თანხის დიდი ნაწილი გაიღო საქველმოქმედო ფონდმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა როსტოველი ბიზნესმენი ივანე სავიდი[2].

მემორიალის გახსნა გაიმართა 2014 წლის 25 ივლისს, პოეტის გარდაცვალებიდან 34-ე წლისთავზე, კინოს სახლთან ახლოს პუშკინის ქუჩაზე. მთლიანი კომპოზიციის სიმაღლეა 3,4 მეტრი, საიდანაც 2,3 მეტრია მსახიობის სკულპტურა. ძეგლი დამზადებული ბრინჯაოსაგან: ვლადიმერ ვისოცკი დგას სცენაზე სვიტერით და შარვლით, ხელში - გიტარით. მსახიობის მარჯვნივ ფარდაა[1]. სხვა ინფორმაციის თანახმად მსახიობის მარჯვნივ მდებარეობს ტალღა - პოეტის ნათელი და მოკლე ცხოვრების სიმბოლო[3].

ვლადიმერ ვისოცკის ძეგლის გახსნას ესწრებოდა 200-მდე ადამიანი[3].

ქალაქში, ვისოცკის ძეგლთან ახლოს, დამატებით დადგეს მემორიალური დაფები, იმ ადგილებში, რომელსაც სტუმრობდა მსახიობი[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]